დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მიზნები და ფუნქციები
ა) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზების წარმოება;
ბ) ეკომიგრანტის დაზარალების ფაქტის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
გ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
დ) დევნილთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;
ე) დევნილთა ყოველთვიური შემწეობის ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიზიკური პირების კუთვნილი უძრავი ქონების აღრიცხვა-დეკლარირება კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) დევნილთა და ეკომიგრანტთა ერთიანი მონაცემთა ბაზ(ებ)ის წარმოება და მისი ადმინისტრირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
კ) საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა საარსებო წყაროების შექმნის გზით;
ლ) დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით, მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება, განხორციელება და შეფასება, ასევე პროექტების/პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიება და მართვა;
მ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საჭიროებებზე მორგებული საარსებო წყაროების პროექტების/პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა;
ო) დევნილთა და ეკომიგრანტთა ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამებში და მათი ინფორმირება იმ სახელმწიფო დაწესებულებების და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავენ საარსებო წყაროების ხელშეწყობას;
პ) განათლებისა და გადამზადების კურსებში დევნილთა და ეკომიგრანტთა ჩართულობის ხელშეწყობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
რ) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით, დონორ, საერთაშორისო ან ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ს) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.