სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის.
ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად, იღებს. კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველის ოფისისა და სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოჯახს სამთვიანი ვადა ეძლევა, რათა შესასყიდად თავისივე შერჩეული სახლი წარმოადგინოს, რომელსაც სააგენტო საექსპერტო შეფასებების შემდეგ, 30 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.
პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.