დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ეკომიგრანტთა საკითხები

ეკომიგრანტი ოჯახის დეფინიციასა და მათი განსახლების წესს 2013 წელს გამოცემული მინისტრის ბრძანება N779 არეგულირებს.

ამ დროისთვის,  ეკომიგრანტების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 6312 ეკომიგრანტი ოჯახი, რომელთა ნაწილი განსახლებულია უსაფრთხო გარემოში, ნაწილს კი შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით.

N779 ბრძანება, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულბით ასევე განსაზღვრავს ეკომიგრანტი ოჯახების დაზარალების კატეგორიას.

პირველი კატეგორია მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად და არ ექვემდებარება აღდგენას.

მეორე კატეგორია აერთიანებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

ეკომიგრანტმა ოჯახი, საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით, განაცხადით მიმართავს სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ მიმართავს მუნიციპალიტეტს, რათა დაადგინოს დაზარალების კატეგორია.

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების შესახებ გადაწყვეტილებას „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისია“ იღებს, კომისიის მუშაობაში ჩართულნი არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოჯახებს საშუალება ეძლევათ თავად მოიძიონ და შესასყიდად წარმოადგინონ საცხოვრებელი სახლი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ ეკომიგრანტ ოჯახებს  შესყიდული საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემათ.

პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.