დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

მისაღები ცენტრი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღები ცენტრი სააგენტოს ბენეფიციარებს, ერთ სივრცეში, ხარისხიან და მათ საჭიროებებზე  მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

იმისათვის, რომ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, 2018 წლიდან,  როგორც გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განაცხადის შევსება, ისე სხვადასხვა ტიპის განცხადებების დაწერა საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.

მომსახურებების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც შესაძლებელია სააგენტოს მისაღებ ცენტრში, ტერიტორიულ სამმართველოებსა და იუსტიციის სახლებში:

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღები ცენტრი –  ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N15ა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოები:

  • ქ. გორი სამების ქუჩა N1;
  • ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
  • ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
  • ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებულ პირებს, განცხადების გამოგზავნა შეუძლიათ სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით – Info@idp.gov.ge