დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

2017 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ფუნქციონირებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი, რომლის ფუნქციონირებას 2020 წლიდან უზრუნველყოფს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

ამჟამად, საქართველოში საერთაშორისო დაცვით სარგებლობს დაახლოებით 1500 პირი და შესაბამისად, მათი ინტეგრაციის საკითხი დღის წესრიგში დგას. ამასთანავე, ინტეგრაციის ცენტრის გახსნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელიც წარმატებით შესრულდა.

ინტეგრაციის ცენტრში საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს აქვთ საშუალება შეისწავლონ ქართული ენა, გაეცნონ მოქმედი კანონმდებლობის საბაზისო პრინციპებს, ქვეყნის მოკლე ისტორიასა და კულტურულ თავისებურებებს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემდგომი ინტეგრაციის პროცესს.ცენტრში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირებს იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ გაუწევენ კონსულტაციებს, რომლებსაც მათ საქართველო ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების მიმართულებით სთავაზობს.

ინტეგრაციის ცენტრის კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა განხორციელდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის დაფინანსებით.

ცენტრის ადმინისტრირებისა და ბენეფიციარებისთვის ინტეგრაციის პროგრამების განხორციელების მიზნით,  თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლა ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მოგვმართოთ მეილზე: info@idp.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: (+995 32) 214 02 42 / +995 511 14 23 84

ინტეგრაციის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

მიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა

migapp
2021 წლის 29 ივნისს IOM-მა მრავალენოვანი ონლაინ პლატფორმის – MigApp-ის ახალი ვერსია – გამოუშვა. MigApp მიგრანტებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნების შესახებ, რომელში გამგზავრებას ან ცხოვრებასაც გეგმავენ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, EMERGE პროექტის ფარგლებში, IOM-მა აპლიკაცია საქართველოსა და სომხეთში გამგზავრების მსურველი მიგრანტების საჭიროებებს მოარგო. აპლიკაციის დახმარებით, მიგრანტებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია მიგრაციის სერვისებზე, სამედიცინო მომსახურებასა და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე. ასევე, მიგრანტებს აქვთ წვდომა საგანგებო და აუცილებელ საკონტაქტო ინფორმაციასა და ლოკაციებზე დანიშნულების ქვეყნებში. აპლიკაციის საშუალებით მიგრანტები ასევე იღებენ ინფორმაციას გლობალური ინციდენტების შესახებ. აპლიკაცია იძლევა მიგრანტსა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს შორის საჭიროების შემთხვევაში თარგმანის შესაძლებლობას მასში ჩაშენებული Dr. Translate-ის საშუალებით. მონიშნე დანიშნულების ქვეყანა საქართველოსა ან სომხეთის ჩათვლით, როგორც შენი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და იყავი უსაფრთხოდ სახლიდან შორს.

გადმოწერე აპლიკაცია

გადმოწერე აპლიკაცია