დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამები

„სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.

საგრანტო პროგრამა  სამიზნე რეგიონებში მცხოვრები დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. 

ჯამში, 15 პროექტი  ფინანსდება და გრანტის ოდენობა, საშუალოდ,  16 000 ლარს შეადგენს. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას ითვალისწინებს, რაც 600 ლარის ღირებულების ნივთების შეძენას გულისხმობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტს – 032 2 140241

სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა

საგრანტო განაცხადი

სათბურის მახასიათებლები

„ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის“ პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად,  7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან.  ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტს – 032 2 140241

ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა

ბიზნესგეგმა

განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის,  სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტები გადაეცემათ.

პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორებს, მოტობლოკებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

პროგრამის  მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეთ.

დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ  საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე არჩევენ.  

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს უფინანსებს.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა