დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

საარსებო წყაროები

დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების განსახლებასთან ერთად, სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფაც წარმოადგენს.  2020 წლამდე,  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამები, მხოლოდ დევნილებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი, ამ პროგრამებით სარგებლობა ეკომიგრანტებსაც შეუძლიათ.

სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიზნით, მათ საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და  საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა.

სააგენტო ზრუნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული განათლების, თვითდასაქმების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სურსათის გადამუშავების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

გარდა ამისა, სააგენტო ეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს  ჩაერთონ სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებსა და პროგრამებში, რომლებიც მიზნად საარსებო წყაროების შექმნის ხელშეწყობას ისახავენ.

მნიშვნელოვანია, რომ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და დროთა განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფო დახმარებაზე.

საარსებო წყაროებთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ