დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს კობა კობალაძეს შეხვდა

ბესარიონ სიმონიშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს კობა კობალაძეს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან კობა კობალაძესთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა დევნილი ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების  საკითხზე იმსჯელეს. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტო ხელს შეუწყობს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებში დევნილი ვეტერანების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას. ქვეყნის წინაში მათი დამსახურების გათვალისწინებით კი, დევნილ ვეტერანთა ოჯახების განსახლების მიმართულებით სპეციალურ პროექტი უკვე ხორციელდება.  

შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავლში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.