დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს და მომავალში, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.