დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი ბროწეულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

შეხვედრა ბროწეულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ბროწეულის ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან იმყოფებოდნენ.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე, ბროწეულის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები. გარდა ამისა, მომზადდა რამდენიმე სახის ტექნიკური დოკუმენტი და შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.