დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სააგენტო სახლს კიდევ 12 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

სააგენტო სახლს კიდევ 12 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 12 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუძენს.

2021 წელს, სააგენტო უსაფრთხო გარემოში 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.