დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით 51 იძულებით გადაადგილებულ პირს გრანტი გადაეცემა

თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით 51 იძულებით გადაადგილებულ პირს გრანტი გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის დევნილებსა და ეკომიგრანტებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინათ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღები, რაც მათ  საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.  

ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, 51 გამარჯვებული გამოავლინა.