დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი ვინსენტ დონტოს შეხვდა

ბესარიონ სიმონიშვილი ვინსენტ დონტოს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს ბესარიონ სიმონიშვილსა და  ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომლის  მიზანსაც დევნილი ოჯახების განსახლება, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ერთობლივი პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებისა და დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობასა და სათემო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.