დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

გამოვლინდა კიდევ 11 დევნილი ოჯახი, რომელთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

გამოვლინდა კიდევ 11 დევნილი ოჯახი, რომელთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ამ ეტაპზე, კომისიამ 11 ოჯახი,  წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანს დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 200-ზე მეტი  სახლი აშენდება.