დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე  დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განხორციელდა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილებების შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო მეტად  დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო.

„დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. დევნილთა განსახლების წესი 2013 წელს უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავა, თუმცა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, დგება ცვლილებების საჭიროება.  ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შედგა შეთანხმება, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილების შესახებ დეტალური პრეზენტაცია გამართა.  

„უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინეთ  თავად დევნილი ოჯახების მოთხოვნები. იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც უშუალოდ შეეხო დევნა განსახლებისას პრიორიტეტი, დამატებითი ქულა, მიენიჭება.  ამასთან, იზრდება  „სოფლად სახლის“  შესყიდვისას თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა და  დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემი ახალაშენებული ბინების მინიმალური ფართობი“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული  ცვლილებების შედეგად, განსახლების პროცესში  დევნილი ოჯახების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.