დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში შესული ძირითადი ცვლილებები

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში შესული ძირითადი ცვლილებები
  • დევნილ ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც არის 1994 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი, მიენიჭება  – 1,5 ქულა, ხოლო, ყოველ დამატებით წევრზე –  0,5 ქულა;
  • 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც არის 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი, მიენიჭება  – 1,5 ქულა, ხოლო, ყოველ დამატებით წევრზე –  0,5 ქულა;
  • გაიზარდა „სოფლად სახლის“  შესყიდვისას თითოეული დევნილი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა;
  • გაიზარდა დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემი ახალაშენებული ბინების მინიმალური ფართობი;
  • თუ დევნილ ოჯახს განაცხადი შევსებული აქვს განსახლების რამდენიმე პროგრამის ფარგლებში  სააგენტო განიხილავს მხოლოდ ბოლო განაცხადს. დევნილ ოჯახს შესაძლებლობა აქვს 2021 წლის 1 მაისამდე დააზუსტოს მის მიერ შევსებული რომელი განაცხადის განხილვა სურს.