დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

„სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

სოფლად სახლი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“  შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

  • დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან – 17 000 ლარის ნაცვლად, 22 000 ლარი;
  • დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 3  წევრისგან – 21 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარი;
  • დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან – 23 000 ლარის ნაცვლად, 28 000 ლარი;
  • დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 5 წევრისგან – 26 000 ლარის ნაცვლად, 31 000 ლარი;
  • დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 6 წევრისგან – 29 000 ლარის ნაცვლად, 34 000 ლარი;
  • დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 7 წევრისგან – 32 000 ლარის ნაცვლად, 37 000 ლარი;
  • დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 8 წევრისგან – 35 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარი.  

მიმდინარე წელს,  დევნილთა სააგენტო „სოფლად სახლს“ 1200-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის.