დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ბესარიონ სიმონიშვილი ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გამართეს.

სააგენტოს დირექტორი და ქალაქის მერი იძულებით გადაადგილებული ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ზუგდიდში, 600 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს.  ახალაშენებული ბინები იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, მიმდინარე წელს, კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ.

შეხვედრებზე ბესარიონ სიმონიშვილმა „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.