დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ბესარიონ სიმონიშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლთა და მშვიდობიან მოქალაქეთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 4 გმირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დანარჩენი მებრძოლები და მშვიდობიან მოქალაქეები ოჯახების გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენეს.