დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 81 იძულებით გადაადგილებულ პირს ტექნიკა გადაეცემა

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 81 იძულებით გადაადგილებულ პირს ტექნიკა გადაეცემა

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადაეცემათ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, მინიტრაქტორებს, მოტობლოკებსა და სურსათის გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

პროგრამის  მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 81 გამარჯვებული გამოავლინა.