დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნება

23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 23 მაისს, წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობა“ აღინიშნება.

„ამ დღის აღნიშვნას ყოველთვის თან ახლავს ტკივილი, მაგრამ მჯერა, რომ ახლო მომავალში „აფხაზეთობას“ გაერთიანებული საქართველოს საზღვრებში ყველანი ერთად ვიზეიმებთ. მანამდე კი, ჩვენი მთავარი საზრუნავია დევნილი მოსახლეობისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, მათი განსახლება, დასაქმება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, – განაცხადა დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.