დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

ბესარიონ სიმონიშვილი

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტში მონაწილეობის მსურველი დევნილი ოჯახებისთვის განაცხადების მიღების ვადა 14 ივნისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეავსონ. ამ დრომდე, პროექტს გარკვეულ რეგიონებში ვახორციელებდით და ახლა, უკვე მთელ საქართველოს მოიცავს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

პროექტი დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 200-ზე მეტი  სახლის აშენებას ითვალისწინებს.