დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სათბურის მოსაწყობად გრანტები გადაეცემათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სათბურის მოსაწყობად გრანტები გადაეცემათ

დევნილებსა და ეკომიგრანტებს „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,  გრანტები გადაეცემათ.

პროგრამა  დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.  გრანტის ოდენობა, საშუალოდ, 16 000 ლარს  შეადგენს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.

ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 15 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.