დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 130 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 130 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ  130 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

“კიდევ  130 დევნილ ოჯახს სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შევუსყიდით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ. დევნილები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით,  თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც  მათ  სამთვიანი ვადა მიეცათ”, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მიმდინარე წელს  სააგენტო „სოფლად სახლის“  პროექტის ფარგლებში, ჯამში,  იძულებით გადაადგილებულ 1200 ოჯახს განასახლებს.

დევნილი ოჯახების სია რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის