დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ლიეტუვის პრეზიდენტი ხურვალეთის დევნილთა დასახლებას ეწვია

ლიეტუვას პრეზიდენტი ხურვალეთში

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხურვალეთის დევნილთა დასახლებას ეწვია.

ლიეტუვის პრეზიდენტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანსა და დევნილთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განხორციელებული პროექტების, საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ლიეტუვის მხარდაჭერით, სოფელ ხურვალეთში, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, რომელიც 140 დევნილ ოჯახსა და დასახლებაში არსებულ საბავშვო ბაღს  უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.