დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილთა სააგენტოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა სააგენტოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  მუდმივმა  წარმომადგენელმა  ანნა ჩერნიშოვამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის  ფარგლებში, UNDP-ს  შეთავაზებული აქტივობები მიმართულია დევნილების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ისეთ ჯგუფებზე როგორებიც არიან ქალები, ახალგაზრდები, ასაკოვანი ადამიანები და სხვ.

მემორანდუმის თანახმად, UNDP ხელს შეუწყობს საარსებო წყაროების მიმართულებით სააგენტოს თანამშრომელთა უნარების გაძლიერებას. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას დევნილთა მხარდაჭერისთვის საჭირო ახალი პროგრამის შემუშავების ნაწილში.