დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილმა ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა

ბესარიონ სიმონიშვილმა ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  დევნილები ახალ საცხოვრებელს თავადვე არჩევენ და  სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

 „ჩვენ შევხვდით დევნილ ოჯახებს, რომლებსაც უკვე საკუთარი სახლი და ეზო აქვთ.  „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ  წელს, პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხაც გავზარდეთ და წლის ბოლომდე,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 1000-ზე მეტ სახლს შევისყიდით“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად მოინახულა.

„სოფლად სახლის“  პროექტი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სახელმწიფომ საცხოვრებელი უკვე შეუსყიდა 5142  დევნილ ოჯახს, მათ შორის 2144-ს სამეგრელოს რეგიონში.