დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ინგირში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

ინგირში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დევნილთა საცხოვრებელ შენობას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) განახორციელა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია  და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) პროგრამის მენეჯერი თამარ ნასყიდაშვილი  ინგირში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.