დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დევნილებთან შეხვედრები გამართა

ბესარიონ სიმონიშვილმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დევნილებთან შეხვედრები გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი,  შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანთან ერთად, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

ბესარიონ სიმონიშვილი სკრის, საქაშეთისა და ახალსოფლის დასახლებებში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათი გადაჭრის გზები დევნილებთან ერთად განიხილა.

შეხვედრებზე სააგენტოს წარმომადგენლებმა დევნილებს დასაქმების, თვითდასაქმების,  პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.