დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

წილკნის დევნილთა დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

წილკნის დევნილთა დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

წილკნის დევნილთა დასახლებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) განახორციელა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, GIZ-ის პროგრამის დირექტორი ფრედერიკე როხოვანსკი და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) პროგრამის მენეჯერი თამარ ნასყიდაშვილი  წილკანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.