დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სააგენტოში დევნილთა ახალი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართა

დევნილთა ახალი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ახალი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია გაიმართა.

ორგანიზაცია DEPA CONSULTING-ის ანალიტიკურმა ექსპერტმა მონაცემთა ბაზის მოდელირების პირველი ეტაპი წარადგინა და განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ახალი ბაზის შექმნა დღის წესრიგში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დადგა. ახალი ელექტრონული ბაზა ერთ სივრცეში მოაქცევს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია სააგენტოს საქმიანობის განხორციელებისთვის.

ამასთან, ელექტრონული ბაზა არსებულ რეალობაზე მორგებული და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი იქნება. დევნილთა მონაცემების ახალი ელექტრონული ბაზის შექმნა “ლტოლვილთა დანიის საბჭოს” და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.