დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი – გრანტს კიდევ 100 იძულებით გადაადგილებულ პირს გადავცემთ

ბესარიონ სიმონიშვილი - გრანტს კიდევ 100 იძულებით გადაადგილებულ პირს გადავცემთ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის,  სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 6 სექტემბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, გრანტს კიდევ 100 იძულებით გადაადგილებულ პირს გადავცემთ.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განსახლებასთან ერთად,  დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი და  რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოს დახმარებაზე. ამ მიმართულებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

პროგრამის  მთავარ მიზანს,  დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე