დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

წყალტუბოში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

წყალტუბოში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების განაწილების საკითხზე მუშაობა დაიწყო.

საცხოვრებელი ფართებს  უმძიმეს პირობებში, ნგრევად შენობებში  ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები მიიღებენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ჯამში, ყოფილი სანატორიუმების 15 შენობის დახურვის საკითხი განიხილება.

 კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ, დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.