დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილმა გორის მუნიციპალიტეტში დევნილებთან შეხვედრები გამართა

ბესარიონ სიმონიშვილმა გორის მუნიციპალიტეტში დევნილებთან შეხვედრები გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა  გორის  მუნიციპალიტეტში  დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა ხურვალეთისა და შავშვების დასახელებებში მცხოვრებ დევნილებს დასაქმების, თვითდასაქმების,  პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ამ ეტაპზე, განაცხადები  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა ხელშეწყობის მიზნით მიიღება. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.