დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

წყალტუბოში 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

წყალტუბოში 420 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

დევნილები წყალტუბოს სანატორიუმებში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

მათი განსახლების მიზნით, აშენდა 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი.

140 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 2020 წელს გადაეცათ, ხოლო 420 დევნილი ოჯახი ახლა განსახლდა. ყველა სანატორიუმი, რომლებშიც დევნილები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიხურება.

560 დევნილი ოჯახი ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში იცხოვრებს. ოჯახებს საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე.

საცხოვრებელი ბინები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.