დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა

წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

სააგენტო წარმომადგენლებმა ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის,  სურსათის წარმოებისა და გადამუშავების და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით არსებული პროგრამები გააცნეს.