დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი ჭიათურაში მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეხვდა

ბესარიონ სიმონიშვილი ჭიათურაში მცხოვრებ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში  იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა დევნილებსა და ეკომიგრანტებს  განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ამ ეტაპზე, განაცხადები  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა ხელშეწყობის მიზნით მიიღება. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.