დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილმა და გიორგი ურუშაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს

ბესარიონ სიმონიშვილმა და გიორგი ურუშაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და  სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ.

სააგენტო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საწყის ეტაპზე,  უსაფრთხო გარემოში,  დროებით  საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მომდევნო ეტაპზე კი, განიხილება მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.  

სტიქიამ გურიას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა,  რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოწოლილია მეწყერი.