დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

ბესარიონ სიმონიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ სიმონიშვილმა და  სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე გურიის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებისა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის საკითხებზე იმსჯელეს.

ბოლო დღეების განმავლობაში, სტიქიამ გურიის რეგიონის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სააგენტო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საწყის ეტაპზე,  უსაფრთხო გარემოში,  დროებით  საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მომდევნო ეტაპზე კი, მათი გრძელვადიანი განსახლების საკითხი განიხილება.