დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართა

ბესარიონ სიმონიშვილმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა  პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართეს.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სააგენტო  ეკომიგრანტ ოჯახებს უსაფრთხო გარემოში საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ამასთან,  მცირე გრანტების საშუალებით ხელს უწყობს მათ დასაქმებას.