დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმში დევნილ ოჯახებს შეხვდა

ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმში დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ ბათუმში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართეს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების გაკეთება აჭარასა და გურიაში, 2021 წლის 1 სექტემბრამდე, რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. შემოსული დოკუმენტაცია შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ზუსტად განვსაზღვროთ, ბინების რაოდენობა, რომელსაც ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის შევისყიდით“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.