დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი – ჩვენი ვალდებულებაა მომავალ თაობას შემოვუნახოთ მათი გმირობა და ამასთან, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე ვინც დევნილად იქცა

ბესარიონ სიმონიშვილი - ჩვენი ვალდებულებაა მომავალ თაობას შემოვუნახოთ მათი გმირობა და ამასთან, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე ვინც დევნილად იქცა

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და  დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე,  ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და ყოველთვის ვიამაყებთ მათი თავდადებით. ჩვენი ვალდებულებაა მომავალ თაობას შემოვუნახოთ მათი გმირობა და  ამასთან, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე ვინც დევნილად იქცა.  მჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და თითოეული ადამიანი ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკან მშვიდობიანი გზით დაბრუნდება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.