დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილთა სააგენტო კიდევ 570 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო კიდევ 570 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ  570 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დევნილი  ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით,  თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც  მათ  სამთვიანი ვადა მიეცათ.

„მნიშვნელოვანია, რომ წელს,  პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ.  სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით მუშაობს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოფლად სახლს 5000 დევნილი ოჯახისთვის შევიძენთ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.