დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

სააგენტო სახლს კიდევ 130 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

სააგენტო სახლს კიდევ 130 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ  130 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  პროექტის ფარგლებში, გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. მნიშვნელოვანია, რომ  წელს, სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ. ეკომიგრანტები ამ სასიკეთო ცვლილებით უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ეკომიგრანტი ოჯახების მიერ შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.  

2021 წელს, სააგენტო უსაფრთხო გარემოში, ჯამში, 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.