დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დაბრუნებულ მიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დაბრუნებულ მიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა.

სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების  რეინტეგრაციის ხელშეწყობა და  მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

მიმდინარე წელს,  რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში,  გრანტს 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს.