დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ბესარიონ სიმონიშვილი: წლის ბოლომდე, თბილისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებს 60 ბინას გადავცემთ

ბესარიონ სიმონიშვილი: წლის ბოლომდე, თბილისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებს 60 ბინას გადავცემთ

17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნება. თითოეულ ვეტერანს ვულოცავ ამ დღეს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაგალითო თავდადებისათვის. ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, 2020 წლიდან, ვეტრანი დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ. წელს, ვეტერან დევნილთა ოჯახებს 160 ბინა უკვე გადავეცით ზუგდიდსა და ქუთაისში და წლის ბოლომდე, თბილისში კიდევ 60 ოჯახს განვასახლებთ.