დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსი გამოცხადდა

დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსი გამოცხადდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა.  

ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართების შესყიდვა  თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.

კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში,   31 დეკემბრის ჩათვლით,  უნდა წარადგინონ:

  • თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
  • გორი, სამების ქ.N1;
  • ქუთაისი,  აბაშიძის გამზ. N27.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.