დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ქართულ-გერმანული სამთავრობო მოლაპარაკებები

ქართულ-გერმანული სამთავრობო მოლაპარაკებები

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებები იმართება. მხარეები ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და პარტნიორობის სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

სამთავრობო მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი მონაწილეობენ.

ბესარიონ სიმონიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას დევნილთა მიმართ გაწეული დახმარებისთვის, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.