დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

600 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცემა

600 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ბინები გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს ბინებს გადასცემს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები ღიად და გამჭვირვალედ განაწილდა.

„კომისიამ საცხოვრებელი ფართების განაწილების საკითხზე მუშაობა უკვე დაასრულა და დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინებს გადავცემთ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი,  გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.  ზუგდიდში,  პირადად შევხვდები ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 18, 19 და 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან  18:00 საათამდე,  გაიმართება.

600 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე.