დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ახალგორის მუნიციპალიტეტს მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ახალგორის მუნიციპალიტეტს მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა.

მძიმე ტექნიკა ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ  ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებულ მუნიციპალურ სერვისებს მიიღებს, როგორებიცაა  გზები, კანალიზაცია, სასმელი და სანიაღვრე სისტემები.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

პროექტის ფარგლებში, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის საერთო ოდენობა 221 626 დოლარს შეადგენს. მძიმე ტექნიკა ახალგორის, ქუთაისისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.